შენი სიყვარული ჩემი წამალია :))


მოკლედ გადავწყვიტე ეს ჩანახატი გამომექვეყნებინა ჩემ ბლოგზე.. რადგან ეს ვნახე ერთ ერთ საიტზე და ძალიან მომეწონა .. უბრალოდ, მწერალია რა ეს ბავშვი .. თან ედო მუსიკა რომელსაც ფენტეზში გადაყავდიი .. მოკლედ აქსესუარებით და ყველაფრით გადმოვიტანე ის სიახლე !
ბაბილონი
2 საუკუნით ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე

მზე საშინლად აცხუნება ქვაფენილებიან ქუჩაზე კი ათასობით ადამიანი ირეოდა. თითქმის ერთი საათი ვიყავი მთავარ ქუჩაზე და ვცდილობდი ხალხს შორის გამოვსულიყავი,რომლებიც სხვადასხვა ნივთს ყიდულობდნენ. 
 
tvd_affair_stefan_300110929055418
ქუჩა ასეთი გადატვირთული მხოლოდ სავსემთვარეობის დღესაა,ხალხიც ნივთებს მხოლოდ იმიტომ ყოდულობს,რომ შუაღამისას როცა მთვარე ახალ ფაზაში გადავა ყველაფერი ცეცხლს მისცენ და დიად ცის მნათობს მოსავლიანი,კარგი თვე სთხოვონ. ჩემი აზრით,ხალხი უბრალოდ წვავს ყველაფერ ძვირფასს რაც კი გააჩნია,ცეცხლს კი სანაცვლოდ არაფერი მოაქვს,მაგრამ არავინ უსმენს ერთ უბრალო გლეხს რომელმაც,ხალხის აზრით,მიწის დამუშავების გარდა არაფერი იცის.
ბოლოსდაბოლოს ქალაქიდან გამოვედი და მდინარისაკენ წავედი. მდინარეზე გადებული იყო ხიდი,რომელიც ხიდს საერთოდ არ ჰყავდა,სწორედ აქ მელოდებოდა მთელი ჩემი არსებობისა და ცხოვრების აზრი-ქეთსია.
მისი ქერა თმა,ცისფერი თვალები და ულამაზესი სახე მატყვევებდა. შემიძლია საათობით ვუცქირო და დავტკბე მისი სილამაზით. მისი წკრიალა ხმის მოსმენა ჩემი მძიმე დღის შემდეგ სამოთხეში მოხვედრასავითაა. 
ულამაზესი ცისფერი კაბა ამშვენებდა,ხელში კი გრძელი მშვილდ-ისარი ეჭირა,ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი გადაეფინა და მეც უნებურად ჩავიღიმე.
 
Ordinary People

ჩემკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა და მომეხვია.
-გეგონა დამავიწყდებოდა?-წარბების აწევით მკითხა და მშვილდ-ისარი გადმომცა,-გილოცავ დაბადების დღეს,სტეფან,-ნამდვილად არ მეგონა ვინმეს ჩემი დაბადების დღის შესახებ თუ ემახსოვრებოდა,მაგრამ ქეთსია როგორც ყოველთვის მაკვირვებდა.
-მადლობა,ქეთსია,-ღიმილით ვუთხარი,ქეთსია კი უფრო მომეკრო.
ტყეში ღრმად შევედით და ძველი სახლის ნანგრევებთან დავსხედით,სადაც თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდით.
-მამაჩემი სავაჭროდ წავიდა,კონსტანტინეპოლიდან სამკაულები და ქსოვილები უნდა ჩამოიტანოს,ერთ სავსე მთვარეში(ანუ ერთ თვეში) დაბრუნდება,მანამდე კი მე და დედა მარტო ვართ.
-მარტონი რატომ დაგტოვათ?-გაკვირვებულმა ვკითხე,-ხომ იცი,ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
-მართალი ხარ,ყველაფერი შეიძლება მოხდეს,-ძალიან ნაღვლიანად თქვა,-დღეს მსხვერპლთშეწირვაა,-ჩაიბურტყუნა.
-არა მგონია ის,რომ ახალგაზრდა,ლამაზ გოგონებს მთვარეს სწირავენ რაიმე კარგს მოიტანდეს,ყოველ ჯერზე ყველაფერი უარესდება,-უკმაყოფილოდ ვთქვი.
-ვერ ვხვდები რატომ სჯერათ სავსე მთვარის,ის უბრალოდ ამოდის ყოველ 30-31 დღეში ერთხელ,ამაში განსაკუთრებული არაფერია,მზე ხომ ყოველ დღე ადის და ჩამოდის,მაგრამ არაფერს სწირავენ,-ამოიოხრა ქეთსიამ.
-წარმოდგინე ყოველ დღე მზეს რომ გოგონებს სწირავდნენ,აქაურობა აოხრდებოდა,-სიცილით ვთქვი.
-მართალი ხარ,-სიცილთვე მიპასუხა ქეთსიამ,-სტეფან,წავალ,თორემ დედაჩემი ინერვიულებს,-ღიმილით მითხრა,-კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს,-ჩამეხუტა და ნელი ნაბიჯით წავიდა.
მეც ნელა გავუყევი გზას სახლისაკენ,უკვე მზე ჩადიოდა როცა სახლში მივედი,მშვილდ-ისარი მაგიდაზე დავდე და გამოსაცვლელად საძინებელში შევედი. იმის შემდეგ რაც მოვწესრიგდი დედაც მოვიდა.
-შესაწირად არაფერი მიყიდია,ხომ იცი არ მჯერა ასეთი სისულელეების,-მითხრა დედამ.
-არც მე,იმედია დღესაც არ მოგვიწევს იმის ყურება როგორ წვავენ ახალგაზრდა გოგონას კოცონზე,-ამოვიოხრე.
-გამოაცხადეს,რომ ძალიან ლამაზ ქალს წვავენ,მისი მშობლები თანახმა არ იყვნენ,მაგრამ სხვა ფენის წარმომადგენლის შეყვარებისგამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
-სიყვარული ხომ ცოდვა არაა,-ამოვიოხრე და ქეთსია გამახსენდა.
-ამაზე არ გვინდა ლაპარაკი,დაბადების დღე როგორ გაატარე?-მკითხა დედამ.
-ქეთსიასთან ერთად ვიყავი,-ღიმილით ვუთხარი,-და მშვილდ-ისარი მაჩუქა.
-კეთილი და ყურადღებიანი გოგონაა,მაგრამ,სტეფან,გთხოვ მის მიმართ გრძნობები ნუ გექნება თქვენ ერთად ვერ დარჩებით,-დედამ სევდიანად მითხრა.
-დედა,ვიცი რომ ჩემზე ზრუნავ,მაგრამ არაა საჭირო ის შემახსენო,რომ მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარული ჩემთან ვერ დარჩება,-ამოვიოხრე და სკამზე დავჯექი.
-სხვაგან რომ ცხოვრობდეთ სადაც თვენს წარმოშობაზე არაფერი იციან ბედნიერები იქნებოდით,-სევდიანად მითხრა და ოთახიდან გავიდა.
დასაძინებლად წასვლით თავი არ შემიწუხებია,რადგან 1-2 საათით თუ დავიძინებდი შუა ღამისათვის ვეღარც გავიღვიძებდი.
მამაჩემის ხელნაწერებს ვკითხულობდი და ამით არა მარტო დრო გამყავდა იმასაც ვიგებდი თუ როგორც აშენებდნენ მეფის დაკიდებულ ბაღებს. საინტერესოა წაიკითხო ყველაფერი ისე როგორც ერთი უბრალო ადამიანი ხედავს,მოკლედ და საინტერესოდ.
12-ს 20 წუთი აკლდა როცა სახლიდან გამოვედით და გეზი მთავარი მოედნისაკენ ავიღეთ. დედამ ჩემი მშვილდ-ისარი ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით ხელში მომაჩეჩა და სანამ ქვაფენილებით შემკულ მთავარ ქუჩას მივუახლოვდებოდით ჩუმად მითხრა:
-თუ მართლა გიყვარს დაეხმარე!
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა,მაგრამ ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა,როდესაც მთავარ ქუჩაზე მივედით. ხალხი კოცონის გარშემო იდგა და ძვირფას ნივთებს ცეცხლში ყრიდა,სიბნელეში კი ქალწული იდგა რომელიც მსხვერპლად სავსე მთვარისათვის უნდა შეეწირათ.
დედამ ხალხის პირველ რიგში დამაყენა და თვითონ გაქრა. ღამით ძალიან უცნაურად იქცეოდა,რის მიზეზსაც მანამდე ვერ ვიგებდი,სანამ სიბნელიდან ქალი არ გამოიყვანეს.
ქერა თმა,ცისფერი თვალები და ცისფერი კაბა.. მსხვერპლად ქეთსია უნდა შეეწირათ.
“თუ მართლა გიყვარს დაეხმარე” ყურში დედაჩემის სიტყვები ჩამესმოდა და ქეთსიას რომელიც სიბნელიდან გამოჰყავდათ დაჟინებით ვუყურებდი.
ხელები შეკრული არ ჰქონდა,ცრემლებს რომლებიც სახეზე მოსდიოდა იწმენდდა და ამაყი,მედიდური ნაბიჯებით უახლოვდებოდა ბოძს სადაც უნდა მიებათ,შემდეგ კი დაეწვათ.
ქეთსია უკვე ბოძთან იყო მისული,ჯალათს კი ბოძზე უნდა მიება,როცა მშვილდი მოვჭიმე და ისარი ხელში გავარჭე.
-ქეთსია,-დავუყვირე და მისკენ გავიქეცი,სანამ ხალხი მომხდარს გაანალიზებდა მე და ქეთსია გამოვიქეცით.
ქეთსია ძალიან ნელა მორბოდა,უფრო სწორად მოდიოდა,ამიტომ ხელში აყვანილი გავიყვანე ქალაქიდან.
მდინარესთან დედაჩემი დავინახე,გვერდით ცხენი ჰყავდა.
-სტეფან,წაიყვანე ქეთსია და კონსტანტინეპოლში გაემგზავრე,აღარ დაბრუნდე,-შუბლზე მაკოცა.
ქეთსია წინ დავსვი,მე უკან მივუჯექი და ცხენს დეზი ვკარი. მზე ამოდიოდა როდესაც გავჩერდით,დაღლილები მდინარესთან მივედით და ქეთსიამ კაბა მუხლს ზემოთ აიწია. შანთით ამომწვარი ჰქონდა,აი რატომ ვერ დარბოდა.
-მადლობა,-ღიმილით ამომხედა და დამწვარ ფეხზე წყალი მიისხა.
-შენთვის ყველაფერს გავაკეთებ,-გავუღიმე და ვკითხე,-ფეხზე რა მოგივიდა?
-მათი აზრით,სანამ ქალწული ცეცხლის განუყრელი მეგობარი გახდება ჯერ ის უნდა გაიცნოს. ამიტომ ყველა გოგონას რომელიც მსხვერპლად უნდა შესწირონ ფეხს უწვავენ.
-კონსტანტინეპოლში რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეთ,წამალი გჭირდება,-ვუთხარი აჩქარებულმა,მაგრამ ქეთსია არც კი განძრეულა,-ქეთსია,მიყვარხარ,მაგრამ თუ გაჯიუტდები ძალით დაგსვავ ცხენზე და კონსტანტინეპოლში წაგიყვან!
-ჩემი წამალი შენი სიყვარულია,-კისერზე ხელები მომხვია,თვალები დახუჭა და მაკოცა..


tumblr_mh61hdeFFP1qb7hjso1_500
Advertisements